|
2018-05-28 11:33:04, 710 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის „საგარეო უწყება“ მარგველაშვილს: ნეგატიურმა ისტორიულმა ფონმა აფხაზები დაარწმუნა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობაში
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ, 26 მაისს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმურება. შესაბამისი განცხადება "უწყების" ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც ე.წ. უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მარგველაშვილმა განცხადების გაკეთების დროს დამოუკიდებლობა აფზახ თანამემამულეებსაც მიულოცა და აღნიშნა, რომ 1991 წლის რეფერენდუმზე საქართველომ აფხაზეთთან ერთად დამოუკიდებლობა გამოაცხადა. "გვინდა გავახსენოთ ბატონ პრეზიდენტს, რომ 1991 წლის 17 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმში, აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას მისცა, 31 მარტს კი ბოიკოტი გამოუცხადა ოფიციალური თბილისის მიერ ორგანიზებულ რეფერენდუმს. აღნიშნულმა ბოიკოტმა ცხადჰყო აფხაზების დამოკიდებულება "დამოუკიდებელი საქართველოს" მიმართ, სადაც რადიკალური ნაციონალიზმი და შოვინიზმი სახელმწიფო იდეოლოგიათ იქცა. ეს იდეოლოგია მალევე იქცა იმის მიზეზად, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე საქართველომ ომი ჯერ სამხრეთ ოსეთში, შემდეგ კი აფხაზეთში დაიწყო. საქართველოს ხელმძღვანელ პირებს უნდა შევახსენოთ ისიც, რომ საქართველოს ე.წ. დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის პერიოდშიც (1918-1921), აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა რბილად, რომ ვთქვათ უღრუბლო არ იყო. ამ ურთიერთობების პირობებში აფხაზეთის სახალხო საბჭოს დეპუტატებს დევნიდნენ, რაც, ფაქტობრივად, 1918 წელს ქვეყნის ოკუპაციით დასრულდა. ამ ნეგატიურმა ისტორიულმა ფონმა, ისევე როგორც საბჭოთა პერიოდის განმავლობაში საქართველოსთან თანაცხოვრების გამოცდილებამ, აფხაზი ხალხი დაარწმუნა იმაში, რომ აუცილებლად უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო. ისტორიის გარკვეული გვერდების იგნორირებას, წარსულის გარკვეული მოვლენების დამალვას ან დამახინჯებას არასდროს მივყავდით დადებით შედეგებამდე. შეუძლებელია თანამედროვე პოლიტიკური რეალობის ადეკვატური შეფასება, ისტორიის გაკვეთილების დაუფლების გარეშე და მათგან შესაბამისი დასკვნების გაკეთების გარეშე“, - წერია დე-ფაქტო უწყების განცხადებაში. ცნობისთვის, 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნა. თავისუფლების მოედანზე, სადაც ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება გაიმართა, სიტყვით სხვადასხვა მაღალჩინოსნები გმოვიდნენ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას ეროვნული დღესასწაული მიულოცა: "ვულოცავ ჩვენ აფხაზ და ოს თანამემამულეებს, რადგან საქართველოს გამთლიანება მათთან ერთად მოხდება, რადგან 1991 წელს, როდესაც ჩვენ თავისუფლება აღვადგინეთ ჩვენ ერთად ვიდექით იმ რეფერენდუმში, რომელმაც მთელ მსოფლიოს და ჩვენს ერს ნათლად უთხრა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა", - განაცხადა მარგველაშვილმა.
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
აზერბაიჯანმა ირანული ავიაკომპანიების რეისები აშშ-ის სანქციების გამო შეაჩერა.
ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ რვა ომი დაასრულა
ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)