00:15 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 10:42:29, 1638 ნახვა

სამართალი
ნიკოლეიშვილთან დაკავშირებით პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე, გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილისა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტზე, პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.

საქართველოს მთავარი პროკურორის მოდაგილის, გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, ჩატარდება ყველა მოქმედება იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა პროკურორების მხრიდან  რაიმე სახის გადაცდომას ადგილი.

„პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე გენერალურ ინსპექციაში დაწყებულია სამსახურეობრივი შემოწმება. ეს შემოწმება ახალი დაწყებულია, ჩატარდება ყველა მოქმედება იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა პროკურორების მხრიდან  რაიმე სახის გადაცდომას ადგილი. ეს სამსახურეობრივი შემოწმების შესახებ ინფორმაციაა და მოგვიანებით გავავრცელებთ განცხადებას.  რაც შეეხება ნიკოლეიშვილის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნას ის წინააღმდეგობაში არის სხვა მტკიცებულებებთან, რომელიც საქმეშია და გამოძიების მიერ არის დადგენილი. დაველოდებით სასამართლო პროცესის დასრულებას იგი რამდენიმე დღეში დასრულდება და ვნახოთ რა შეფასებას მისცემს სასამართლო“,- განაცხადა გაბიტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ორი დღის წინ პროცესზე მოხდა. უწყებამ საქმის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა პროკურორის მხრიდან ზეწოლისა და მუქარის შესახებ განაცხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics