|
2018-05-27 13:05:10, 1549 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენს წინაშე დასახული ყველა მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული
„დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი და აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრებილებს დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ მიულოცა. „ჩვენთვის დღევანდელი დღე ძალიან ემოციური იყო. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი და ჩვენი ქვეყნის განვითარება აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენი სახელმწიფო იქნება ძლიერი და ჩვენს წინაშე დასახული ყველა მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. დამსწრეებს მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. საზეიმო მიღებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, უმაღლესი რანგის სტუმრები, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს ისტორიული დიასპორის, უცხოეთში ქართული სათვისტომოებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველო 26 მაისს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს ევროკომისიისა და 6 ქვეყნის პრეზიდენტი, ასევე, 20-მდე უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)