|
2018-05-26 20:23:58, 1980 ნახვა
სამართალი
„პროკურორი ადვოკატისკენ საცემად გაიწია“- დაპირისპირება სასამართლოში
საქალაქო სასამართლოში ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილსა და პროკურორს შორის დაპირისპირება მოხდა. ნიკოლეიშვილი პროკურორის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბრალდების მხარის გაღიზიანება ექსპერტიზის დასკვნით არის გამოწვეული. მისი თქმით, სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთი პროკურორი ადვოკატ ინგა შარაშენიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობდა. ნიკოლაიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ პროკურორი მას საქმის აღძვრითაც დაემუქრა. „როდესაც მოსამართლე გავიდა, ატყდა საოცარი ამბავი, პროკურორი პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოდის, მეუბნება, შენ რომ სისულელე დაწერე, იმიტომ ატყდა ეს ამბავიო. ფაქტობრივად, შემდეგ ორივე პროკურორი უკვე დაკითხვაზე ჩაწერილია დისკზე, ისმის, რომ დიახ, ექსპერტზე აღვძრავ საქმეს, ანუ პირდაპირი მუქარაა. ვეკითხები და პირდაპირი მუქარა არის, რომ დიახ, აღვძრავ საქმეს. ამასთანავე, ამ შესვენების დროს, როცა მოსამართლე გასული იყო პროკურორი გაიწია საცემად ინგა შარაშენიძისკენ. პროკურატურის წარმადგენლეისთვის კატეგორიულად მიუღებელია დასკვნა. არ ვიცი მე, რატომ ვერ ხვდებიან, რომ მოსამართლისთვის ექსპერტის დასკვნა არ არის სავალდებულო, ეს არის შეფასებითი და ფაქტობრივად, პროკურორი ცდილობს, რომ დასკვნის გამო მოახდინოს ზეწოლა“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა. ამის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედას, ნათია საყვარელიძესა და ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. საყვარელიძის თქმით, დასკვნა ვარაუდის დონეზე არის გაკეთებული. „ყველაზე აღმაშფოთებელი ჩემთვის რაც იყო, ყველა მის კომენტარს თავი რომ დავანებოთ, იყო ის, რომ ორი ბავშვის სასიკვდილოდ მიჩნეული ჭრილობები, დავით სარალიძეს აქვს 12 ჭრილობა, ჩემსას აქვს 2 ჭრილობა, ერთი მცირედი, ერთი ძირითადი და რომელიც მიჩნეულია გარდაცვალების მიზეზად, აი, ზუსტად იმ ჭრილობებზე ამბობს, რომ ისინი არ არის დანით მიყენებულიო“,- განაცხადა ნათია საყვარელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)