|
2018-05-26 20:06:57, 1822 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს და ფინეთის პრეზიდენტებმა ჰიბრიდული საფრთხეებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საული ნიინისტოს შეხვდა, რომელიც თბილისში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად ეწვია. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ფორმატებში მრავალმხრივი ურთიერთობების გააქტიურების საკითხები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საული ნიინისტოს ვიზიტი საქართველოში არა მარტო პატივს მიაგებს ჩვენი ქვეყნისათვის ამ განსაკუთრებულ თარიღს, არამედ ხაზს უსვამს საქართველოსა და ფინეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებს და კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ დინამიურ თანამშრომლობას. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო კიდევ ერთხელ პრეზიდენტების შეხვედრისას მხარეებს შორის დისკუსიის თემა გახდა. ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არაღიარების პოლიტიკას და დევნილთა გაეროს რეზოლუციას - სწორედ ამ პოზიციისათვის საქართველოს პრეზიდენტმა საული ნიინისტოს მადლობა გადაუხადა. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, საქართველო და ფინეთი დაკავშირებულნი არიან საერთო ინტერესებით, რაც ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროს, ტურიზმის განვითარებას და უსაფრთხოების სფეროს უკავშირდება. ამ მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვანია ჰიბრიდული საფრთხეების კონტექსტში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)