|
2018-05-26 12:05:43, 1561 ნახვა
პოლიტიკა
„საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია“ - მაიკ პომპეო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობას ულოცავს
ამერიკის შეერთებული შტაატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს დამოუკიდებლობას და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ულოცავს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გაოქვეყნებული. როგორც პომპეოს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აშშ-ის ახლო მეგობარი და ღირებული პარტნიორი გახდა. "ბოლო 27 წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ პროგრესს ეკონომიკისა და დემოკრატიის მშენებლობაში. ქართველებს ასევე ღირებული წვლილი შეაქვთ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, მათ შორის მათი მსახურებით ავღანეთში, სადაც ისინი ამერიკელების გვერდით დგანან. ეს მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა ქართველი ხალხის თავდადებისა და არაერთი მსხვერპლის გარეშე. ამერიკა ამაყობს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებით, ნატოს წევრობის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაგრძელებით. იმედით შევყურებთ მომავალი წლების განმავლობაში ჩვენს შორის არსებულ მეგობრობასა და თანამშრომლობას", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)