|
2018-05-26 11:09:08, 1259 ნახვა
პოლიტიკა
„რთული იყო საბჭოთა მმართველობის დროს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა“ - იანოშ ჰერმანი საქართველოს პირველი რესპუბლიკის იუბილეს ულოცავს
ევროკავშირის ელმა იანოშ ჰერმანმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე ქართულ ენაზე მიულოცა. შესაბამისი მილოცვა ელჩის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა. "საქართველოში ვიცხოვრე და კარგად მესმის ის გრძნობები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავს აღნიშნავენ. ამ გრძნობებს ვიზიარებ. ვიზიარებ, მათ იმიტომაც, რომ მესმის რამდენად რთული იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის საბჭოთა მმართველობის დროს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ძალიან მყარ საფუძველზე აღდგენა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ევროკავშირში ძალიან ვამაყობთ, რომ შევძელით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მხარი დაგვეჭირა და ასევე იმ ძალისხმევით, რაც მას შემდეგ საქართველომ გააკეთა ქვეყნის მოდერნიზებისა და ევროკავშირთან დასაახლოვებლად. ვგრძნობ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია იამაყოს, იმით რაც მიღწეულია და ყველა მოქალაქეს აქვს მყარი საფუძველი მომავალ საუკუნეს ოპტიმიზმით შეხედოს. ამ აზრებით მინდა შემოგიერთდეთ ამ დღის აღსანიშნავად. ვულოცავ საქართველოს პირეველი რესპუბლიკის 100 წლის თავს", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა ვიდეო მიმართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)