|
2018-05-25 19:17:09, 2113 ნახვა
მსოფლიო
ავსტრალიამ და ნიდერლანდებმა რუსეთი MH17-ის ჩამოგდებაში ოფიციალურად დაადანაშაულეს
ავსტრალიამ და ნიდერლანდებმა რუსეთი მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაში ოფიციალურად დაადანაშაულეს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნებმა რუსულ მხარეს უკვე აცნობეს. საერთაშორისო საგამოძიებო გუნდმა, რომელიც სარაკეტო კომპლექს "ბუკის" მიერ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი MH17 თვითმფრინავზე დარტყმას იკვლევდა, დაადგინა, რომ 4 წლის წინ, ეს რაკეტა რუსეთის სამხედრო სამსახურს ეკუთვნოდა. „მთავრობა ყოველთვის აცხადებდა, რომ MH17-ის კატასტროფასთან დაკავშირებით სიმართლე უნდა გაირკვეს და მსხვერპლისა და მათი ნათესავებისთვის სამართლიანობამ უნდა იზეიმოს. ნიდერლანდები მხარს უჭერს ამ მხრივ საერთაშორისო საზოგადოებას. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის დასკვნების საფუძველზე ნიდერლანდები და ავსტრალია დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთი პასუხისმგებელია „ბუკის“ ნადაგარის განთავსებაზე, რომელიც MH17-ის ჩამოსაგდებად გამოიყენეს“, – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა. ნიდერლანდებისა და ავსტრალიის მთავრობები გეგმავენ, რომ საერთაშორისო სასამართლოსა ან ორგანიზაციას მიმართონ. „მოვუწოდებთ რუსეთს, აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და ითანამშრომლოს სიმართლის დადგენისა და MH17-ის მსხვერპლთა და მათი ნათესავებისთვის სამართლიანობის მიღწევის პროცესში“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. საგარეო საკითხებში ევროკავშირის ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შესაბამისი განცხადებები გაავრცელეს. ორივე მხარე განმარტავს, რომ აუციელებელია ოფიციალურმა მოსკოვმა საგამოძიებო ჯგუფთან ითანამშრომლოს. შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი, რომელიც ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა რეისსს, 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა. დაიღუპა 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ბუკის ტიპის სარაკეტო სისტემით ჩამოაგდეს, რომელიც ადგილზე რუსმა მებრძოლებმა შეიტანეს, თავად რუსეთი ამ ფაქტს უარყოფდა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)