|
2018-05-25 19:04:16, 1250 ნახვა
პოლიტიკა
ჟან კლოდ იუნკერი საქართველოშია
ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოშია ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი უკვე საქართველოშია. იუნკერი ქვეყანას პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეწვია. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა. „მივესალმებით ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში, ეს მისი პირველი ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა ძალზედ დასაფასებელია, რომ ის ჩამოდის საქართველოში სწორედ იმ დღეს, როდესაც აღვნიშნავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს. ეს ვიზიტი ამავდროულად არის ძალიან ნათელი გზავნილი ევროპის მხრიდან მათი მხარდაჭერისა იმ პროცესის, რასაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჰქვია. საზეიმო განწყობის მიღმა, ბუნებრივია იქნება საქმიანი შეხვედრები და განხილულ იქნება საქართველო ევროკავშირს შორის ურთიერთობების დინამიკა და შემდგომი ნაბიჯები", - აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა. ჟან-კლოდ იუნკერი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება და თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოვა. ევროკომისიის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს კრინიცას ეკონომიკური ფორუმში, ასევე პარლამენტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში სახელწოდებით – „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის, მომავალი 100 წლეულის სტრატეგია".
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)