|
2018-05-25 18:51:15, 1911 ნახვა
სამართალი
შსს-ს გენინსპექციამ კასპში პოლიციის თანამშრომლების უფლებამოსილების შესაძლო გადაცდომის ფაქტების შესწავლა დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ კასპში, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის სამმართველოს თანამშრომლების უფლებამოსილების შესაძლო გადაცდომის ფაქტების ადგილზე შესწავლა დაიწყო. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნლი, ბოლო დღეებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც კასპის ადგილობრივი მოსახლეობა სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე საუბრობდნენ. „გამოიკითხა კასპის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები და დაგინდა, რომ მათ ქმედებაში დისციპლინური გადაცდომის ფაქტები არ იკვეთება. ასევე გამოიკითხნენ აქციის მონაწილეები, რომლებმაც სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევის კონკრეტული ფაქტები ვერ დაასახელეს. რაც შეეხება საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებს, მათ უარი განაცხადეს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის ახსნა-განმარტების მიცემაზე, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი. 22 მაისს კასპში საზოგადოებრივი თავშეყრის ერთ-ერთ ადგილზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კასპის რაიონულ სამმართველოში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)