|
2018-05-25 11:42:28, 1293 ნახვა
პოლიტიკა
პავლო კლიმკინი: ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე არ შეწყდება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს წერილს უგზავნის და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 27-ე და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს ულოცავს. პავლო კლიმკინის თქმით, ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირებისა და პარალელების გათვალისწინებით, ეს თარიღები როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხისთვის განსაკუთრებულ დატვირთვის მატარებელია. „სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნები კვლავ განაგრძობენ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა არ შეწყდება უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე", - ნათქვამია წერილში. ამასთან, წერილში დადასტურებულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და უკრაინის მზადყოფნა კიდევ უფრო გააღრმავოს საქართველოსთან პარტნიორული ურთიერობები ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)