21:55 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 10:49:20, 649 ნახვა

რეგიონი
„საქართველოს მელიორაცია“ საგარეჯოში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს შპს „საქართველოს მელიორაცია“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს.

ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკური დირექტორი, თენგიზ ლაკირბაია გაეცნო.

„მიმდინარეობს არხის 3 500 კმ სიგრძის მონაკვეთის მოწყობა. ტერიტორია დაფარული იყო მცენარეებითა და ბუჩქნარით, ამორტიზებული არხი წლების მანძილზე არ ფუნქციონირებდა. ტერიტორიის გაწმენდისა და მოწესრიგების შემდეგ, მოეწყო საექსპლუატაციო გზა. ამჟამად მიმდინარეობს საირიგაციო კონსტრუქციებისა და ჭების მონტაჟი.

ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხის ახალმოწყობილი მონაკვეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მორწყავს“, - განაცხადა თენგიზ ლაკირბაიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
აზერბაიჯანმა ირანული ავიაკომპანიების რეისები აშშ-ის სანქციების გამო შეაჩერა.
ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ რვა ომი დაასრულა
ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics