|
2018-05-24 14:13:15, 1692 ნახვა
პოლიტიკა
თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილეს. ანდჟეი დუდა თბილისში, 26 მაისს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღინისძიებებში მიიღებს მონაწილეობას დაქართველ ხალხს დამოუკიდებლობის ეროვნულ დღესასწაულს მიულოცავს. გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში არსებული უსაფრთხოებისგარემო განიხილა და მადლობა გადაუხადა ანდჟეი დუდას გაეროში მიმდინარე განხილვებში საქართველოს მხარდაჭერისათვის, რომელიც საქართველოსტერიტორიული მთლიანობის, ოკუპაციასა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შედგა. „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრობლემატიკაზე გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა მისი მეგობარი დაპარტნიორი ქვეყნის პოლონეთისაგან“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა სატელეფონო საუბრისას. პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას ნატო- ს მომავალი სამიტის სამზადისი განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)