|
2018-05-24 12:40:58, 1325 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა, მათგან 84 საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 59-ს კი, სასჯელი შეუმცირდა. მანვე დასძინა, რომ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი გრძელდება და შეწყალების კომისიამ 216 მსჯავრდებულის საქმე გადადო. „როგორც იცით, პრეზიდენტს ძალადობრივ დანაშაულებზე მსჯავრდებული პირების საქმეების განხილვაზე მორატორიული აქვს გამოცხადებული, სწორედ ამ მორატორიუმის ფარგლებში კომისიამ გადადო 216 საქმე. ესენი არიან მსჯავრდებულები, რომლებიც გასამართლებული არიან ძალადობრივ დანაშაულზე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებზე, ძარცვაზე, ყაჩაღობაზე. მათ საქმეს კომისია აუცილებლად განიხილავს უახლოეს მომავალში, როცა მორატორიუმი ამოიწურება", - განაცხადა ზვიად ქორიძემ. შეწყალების საკითხთა კომისიამ მიმდინარე ეტაპზე სულ 1347 პირის საქმე განიხილა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)