|
2018-05-22 16:21:05, 1314 ნახვა
სამართალი
მეუღლის და მისი მშობლების მიმართ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლისდა მეუღლის მშობლების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნოსაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით, 111 -120-ემუხლით და 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით. ~სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 15 აგვისტოს, ი.ა.-მ არასრულწლოვანიშვილის თანდასწრებით მეუღლეს ვ.ა.-ს, მეუღლის დედას - ა.ა.-ს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამას - პ.ბ.-სფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ხელები და ფეხები რამდენჯერმე დაარტყა ვ.ა.-ს და პ.ბ.-ს, შემდეგ კიანთებული სიგარეტის ლოყაზე დადებით პ.ბ.-ს მიაყენა დამწვრობა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულებმაფიზიკური ტკივილი განიცადეს. ი.ა.-მ ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით ა.ა.-ს ჯანმრთელობის მსუბუქიდაზიანება მიაყენა ხანმოკლე მოშლით. ი.ა. ასევე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.ა.-ს და პ.ბ.-ს,რის შედეგადაც მათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ ი.ა. ოჯახის წევრებს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია. სამართალდამცველებმა ი.ა. 2017 წლის 15 აგვისტოს, ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლისკოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრისმიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილიწინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ანმეტი პირის მიმართ), 111 -120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ოჯახის წევრის მიმართ) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (მუქარა ოჯახის წევრისა და შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით,სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)