|
2018-05-22 12:42:45, 1598 ნახვა
კომენტარი
ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე საბოლოო კენჭისყრა, შესაძლოა, საგაზაფხულო სესიაზე ვერ მოესწროს
ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტზე საბოლოო კენჭისყრა შესაძლოა, საგაზაფხულო სესიაზე ვერ მოესწროს. თუმცა, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე განხილვის მნიშვნელოვან ფაზას გაივლის. მანვე განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა რთული იქნება, რადგან მნიშვნელოვანი საკითხია და მას მსჯელობა სჭირდება. „ბუნებრივია ნარკორეალიზაციასთან სახელმწიფო იქნება უკომპრომისო. ასევე ვფიქრობთ, ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით პოზიცია იქნება სახელმწიფოს მხრიდან უფრო ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული და იმაზე, რომ ნაკლები ნარკოდამოკიდებული გვყავდეს და მეტი ადამიანის გამოხსნა შევძლოთ. ზოგადად მკაცრი რეგულირების მომხრე ვართ, იმ კონტექსტში, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გარკვეულ გადაწყვეტილებებს იღებს, გარკვეული პროცესები მიმდინარეობს, საქართველოს პარლამენტს კი, გარკვეული ვალდებულებები გააჩნია საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. კითხვაზე, დეკრიმინალიზაცია შეეხება თუ არა ყველა ნარკოტიკს, ჩუგოშვილმა უპასუხა: „ჩვენ შესაძლებელია ძირითად ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებაში შევინარჩუნოთ დაახლოებით ის მიდგომა, რაც არსებობს, იმ პირობით რომ მომხმარებელთან ცოტა განსხვავებული მიდგომა გვაქვს და შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში მკაცრ რეგულირებებზე ვიფიქროთ. უფრო მეტად ვერ დავკონკრეტდები“. რაც შეეხება დოზებს, ჩუგოშვილის თქმით, გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა რომელ ნარკოტიკულ ნივთიერებებს შეეხება და რა რაოდენობაზე იქნება საუბარი, ამაზე კომენტირებისგან დეპუტატი თავს იკავებს. „გარკვეული ცვლილებები დოზებში შესაძლებელია, ძალიან მცირეა ის დოზები, რომელიც მცირე ოდენობად ითვლება, შესაბამისად განსხვავებული პასუხისმგებლობა დგება. გარკვეული ცვლილებები დოზებთან მიმართებით იქნება, თუმცა დეტალებზე და ზუსტად რა ნივთიერებებთან მიმართებით რა დოზებზეა საუბარი, ახლა თავს შევიკავებ, ვინაიდან ჯერ კიდევ შეხვედრა მიმდინარეობს“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. კითხვაზე, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით როგორია ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, ჩუგოშვილმა უპასუხა: „ამასთან დაკავშირებით თვითონ რომ ისაუბროს უფრო სწორი იქნება, თუმცა მისი ძირითადი როლი ამ შეხვედრაში არის პოზიციების დამაახლოვებლის როლი, სხვადასხვა პოზიციებს ისმენს და შესაბამისად გვეხმარება ბოლო გადაწყვეტილებამდე მისვლაში“. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ნარკოპოლიტიკის თემაზე მსჯელობენ. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილის ესწრება.
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)