|
2018-05-21 11:31:40, 1565 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში გაემგზავრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხუთდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. სამინისტროს ცნობით, ლევან იზორია აშშ-ში ვიზიტს თავდაცვის დეპარტამენტში შეხვედრებით დაიწყებს, სადაც ყურადღება სამხედრო სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში აშშ-ის მხარდაჭერაზე გამახვილდება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი უმასპინძლებს. მოგვიანებით კი, ლევან იზორია ამავე ინსტიტუტში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრება. ვაშინგტონში ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ქართველი გენერლის, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავს გვირგვინით შეამკობს და გენერლის შვილს, ბრეტ შალიკაშვილს ადგილზე გაესაუბრება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)