|
2018-05-19 11:23:08, 2240 ნახვა
მსოფლიო
ტეხასის სკოლაში 10 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის მოზარდია
ტეხასის სკოლაში ცეცხლი 17 წლის დიმიტრიოს პაგოურტზისმა გახსნა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ტეხასის შტატის პოლიცია ავრცელებს. „სანტა ფეს სკოლაში სროლაში ეჭვმიტანილი გალვესტონის ოლქის ციხეშია მოთავსებული. ის ბრალდებულია დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში და აკრძალული აქვს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. სანტა-ფეს სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა უმეტესობა მოსწავლეა. სამართალდამცველების მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 10 ადამიანი, ხოლო 12 დაშავდა. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის პოლიციის ერთი ოფიცერია. შენობაში, ასაფეთქებელი ნივთიერებებიც აღმოაჩინეს. თვითმხილველების ცნობით, სანტა-ფეს სკოლის ხელოვნების ოთახში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. მომხდარს უკვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. „ვგლოვობთ სიცოცხლის დანაკარგს და მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველას, ვისაც ტეხასში მომხდარი საშინელი თავდასხმა შეეხო. მივმართავ სანტა-ფეს უმაღლესი სკოლის სტუდენტებს, მათ ოჯახებს, მასწავლებლებსა და პერსონალს – ჩვენ ამ ტრაგიკულ საათში თქვენთან ერთად ვართ და მუდამ თქვენთან ვიქნებით“,– წერს ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. ამერიკული მედიის მონაცემებით, ეს აშშ-ის სკოლებში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სროლის მესამე შემთხვევაა, ხოლო წლის დასაწყისიდან – 22-ე.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)