|
2018-05-18 22:07:25, 1898 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: „ქლაბერი“ ვიყავი სხვათაშორის, დისკო კლუბებშიც დავდიოდი და „ბიტლომანი“ ვიყავი, დიდი თმებით
„სტუდენტობის პერიოდში „ქლაბერი“ ვიყავი სხვათაშორის, დისკო კლუბებში დავდიოდი და „ბიტლომანი“ ვიყავი, დიდი თმებით“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ოთარ ჩრდილელის საპასუხოდ განაცხადა. მან შს მინისტრი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დღევანდელ მოხსენებაზე გახარია გამოვიდა არა როგოც ვიცე-პრემიერი არამედ, როგორც „პოლიცმეისტერი“. „დღეს ჩვენ მოვისმინეთ მოხსენება და დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენს წინაშე გამოდიოდა არა მთავრობის ვიცე-პრემიერი, რომელიც წარმოადგენს მთელს მთავრობას და პასუხისმგებელია ძალოვანი ბლოკის საქმიანობაზე, არამედ - პოლიცმეისტერი, რომელიც ამაყობს მის მიერ ჩატარებული ერთი პატარა დაშორიშორების ოპერაციით. როგორც იტყვიან ხოლმე, აქციისა და კონტაქციის მონაწილეებს შორის. არავითარი კონტრაქცია იქ არ იყო, ერთ მხარეს იყო ნათელი ახალგაზრდობა და მეორე მხარეს, ბნელი ნეოფაშისტები და ნუ ათანაბრებთ ამ აქციებს ერთმანეთთან. როგორც პარლამენტიდან გაისმოდა ხოლმე - რომან გოცირიძე "ქლაბერი" ხომ არ არის ვიყავი სხვათაშორის, დისკო კლუბებში დავდიოდი და "ბიტლომანი" ვიყავი, დიდი თმებით, სტუდენტობის პერიოდში. თურმე ძალიან ცუდი რამე ყოფილა „ქლაბერობა“. გამოვლინდა დღევანდელი ხელისუფლების ყველა სისუსტე და დანაშაული. ეს იყო ძალადობა. სად არის ძალადობის წყარო? - ძალადობის წყარო არის დღევანდელ ხელისუფლებაში. ძალადობის წყარო არის დღევანდელ პოლიტიკაში. ძალადობის წყარო არის დღევანდელ იდეოლოგიაში, რომელიც აქ იქმნებოდა და მათ შორის კონსტიტუციის მიღების დროს, როდესაც ქორწინების საკითხი და კიდევ ბევრი რამ ჩაწერეთ, როდესაც ვენეციის კომისიამ გაიძულათ, რომ მეორე დღესვე შეგეცვალათ კონსტიტუცია, სადაც რელიგიური საკითხები გარკვეული დამახინჯებული ფორმით გქონდათ. ძალადობის წყარო ხართ თქვენ, რომლებიც იღებთ კვიციანის მიერ წარმოდგენილ „რელიგიური გრძნობების შესახებ კანონპროექტს“ და განათლების თუ კულტურის კომიტეტი ერთსულოვნად უჭერს მას მხარს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
სასამართლომ მოქალაქე კახა კალაძის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის 1500 ლარით დააჯარიმა
ისრაელში ავიაკომპანია Flydubai-ს რეისზე გამოჩენილი გმირობისთვის ქართველ ებრაელ ექიმს დააჯილდოებენ
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)