|
2018-05-18 16:10:25, 1870 ნახვა
სამართალი
გახარია: კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ შსს-სთვის დახმარების თხოვნით მოემართათ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა 12 მაისის საგამოძიებო ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა. გიორგი გახარიამ ის მიზეზები ახსნა, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩხრეკის ჩატარება დაგეგმა. ,,მე მჯერა რომ თქვენ აბსოლუტურად სწორი წარმოდგენა გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა ამ კლუბებში. თუმცა ისიც ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ კლუბური ცხოვრების და მოდის წინააღმდეგი არ ვართ. როდესაც გარკვეული სოციუმი გიმტკიცებს, რომ ეს წარმოუდგენელია, კლუბებში ასეთი რამე არ ხდება და ჩვენ უბრალოდ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ეს ყველაფერი ხდება, როდესაც არც ერთი შემთხვევა კლუბის მფლობელების და ხელმძღვანელობის არ ყოფილა რომ მათ მიემართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ეთხოვათ რომ მოგვეხმარეთ, ამ პრობლემის გადაწყვეტაში, მაშინ როდესაც, ჩვენ ვხედავთ მტკიცებულებებით, რომ ადმიანები, რომლებიც ვაჭრობენ ნარკოტიკული საშუალებებით ჩვეულებრივად ყველანაირი დაცვის გვერდის ავლით შედიან, გამოდიან, ერთი და იგივე ადამიანები არიან ერთი და იგივე კლუბებში, როდესაც ვხედავთ, რომ ეს ადმიანები არიან ამ კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა ჩვენ ვხედავთ რომ ეს არის სისტემური პრობლემა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისივე განმარტებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემაში ინტოქსიკაციის რაოდენობა კრიტიკულად გაიზარდა. ,,ეს იყო ის ძირითადი გამოწვევები რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ ჩატარება, ორი კომპონენტი იყო, პირველი - აბსოლუტურად ნათელი მტკიცებულებები და არანაირი ფორმალური იურიდიული შეკითხვები ამ მიმართულებით არ არსებობს და მეორე, რა თქმა უდნა ოპერატიული ინფორმაცია, რის გამოც ჩვენ ეს ოპერცია ჩავატარეთ“, - განაცხადა შს მინისტრმა.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)