|
2018-05-17 18:21:15, 2150 ნახვა
სამართალი
ლონდა თოლორაია: შსს მზად არის, ლგბტ აქტივისტების უსაფრთხოება უზრუნველყოს
შინაგან შაქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას განცხადებით, უწყება მზად არის ლგბტ აქტივისტების უსაფრთხოება უზრუნველყოს. როგორც თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად გადადებული აქციისა, შსს-მ სამართალდამცველების სრული მობილოზება მოახდინა. "დღევანდელ აქციაზე შსს-ს ადამიანია უფლებათა დაცვია დეპარტამენტი ადგილზეა, იმისათვის რომ ჩვენ გავაკონტროლოთ და დავაკვირდეთ იმას, თუ რამდენად დაცულია ყველა პირის გამოხატვის თავისუფლება. მობილიზებულია შსს-ს პოლიცია იმისთვის რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება, რომელიც აღნიშნულ აქციაზე გამოცადდება. გვქონდა ხშირი მოლაპარაკებები ყველა არასამთავრობო ორგანოზაციასთან, რომლებიც დღევანდელ აქციას უწევდნენ ორგანიზებას და მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ორგანიზატორთა გარკვეულმა ნაწილმა უარი თქვა აქციაში ჩართულობაზე, ჩვენი მხრიდან არაფერი შევვლილა და მზად ვართ ყველა ადამიანის უსაფრთხოება ვუზრუნველვყოთ. ორგანოზატორების იმ ნაწილმა ვინც უარი თქვა აქციაში მონაწილეობაზე მათ ჩაანაცვლეს ეს აქცია სხვა ღონოსძიებებით. უნდა გითხრათ, რომ ამ ღონოსძიებების გარკვეულო ნაწილი უკვე ჩატარებულია და ყველა ღონისძიებამ ჩაიარა ექსცესების გარეშე. დღეს გამოცხადებული პოლიციელების რაოდენობა ადასტურებს იმას, რომ შსს ყველაფერს გააკეთებს, რათა მათი უსაფრხოება იყოს დაცული",- განაცხადა ლონდა თოლორაიამ, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან ლგბტ აქტივისტების აქციას დაესწრება და განვითარებულ მოვლენებს დააკვირდება.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)