|
2018-05-17 17:05:41, 1565 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ადევნებაში ბრალდებულს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სასამართლომ ადევნებაში ბრალდებული დანმაშავედ ცნო და 9 თვით თავისუფელბის აღკვეთა მიუსაჯა. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ს.მ. სოციალური ქსელისა და სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ცდილობდა ა.ტ.-სთან მისთვის არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას და უკანონო თვალთვალს, აკითხავდა სხვადასხვა ადგილებში და მის გაკონტროლებას ცდილობდა. ასევე ს.მ.-მ დაზარალებულს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ემუქრებოდა, რომ ყველგან ნახავდა და მის ქცევას გააკონტროლებდა. აღნიშნული ქმედების შედეგად ა.ტ. მუდმივად განიცდიდა შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც იწვევდა მის ტანჯვას და მუდმივი თვალთვალის გამო ვერ ახერხებდა თავისუფლად გადაადგილებას. სამართალდამცველებმა ს.მ. 2018 წლის 11 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ს.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)