|
2018-05-17 16:04:04, 1508 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: ყველა ადამიანის გამოხატვის უფლება დაცულია, ვისაც ლგბტ თემის მხარდაჭერა სურს
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ყველა ადამიანის გამოხატვის უფლება და თავისუფლება დაცულია, ვისაც ლგბტ თემის მხარდაჭერა სურს. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო უწყებები მოწოდებულები არიან, რომ ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება უზრუნველყონ. წულუკიანმა წინა ხელისუფლება და იმ პერიოდში ჩატარებული აქციებიც გაიხსენა. „მე ამ წუთებში, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, სტრასბურგის სასამართლოში ვიცავ 17 მაისის საქმეს. იმ 17 მაისის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და ადამიანის უფლებები დაცული არ იყო. სახელმწიფომ მაშინ იმ 17 მაისს ვერ უზრუნველყო ლგბტ თემის და მისი წევრების უსაფრთხოება. დღევანდელ დღეს რაც შეეხება, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები და მთავრობა ბოლომდე იყო მომზადებული. მათ შორის საოპერაციო დონეზე, რომ ქუჩაში გამოსული სხვადასხვა ჯგუფები თუ საჭირო გახდებოდა თითოეული მათგანისიგან დაეცვა დ ასევე თითოეული მათგანის უსაფრთხოება უზრუნველყო“,- აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი აქცია, რომელიც დღეს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან იყო დაგეგმილი, გაუქმდა. როგორც ორგანიზაციები განმარტავენ, მათთვის ცნობილი გახდა, რომ 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული მათ მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს. თუმცა, ლგბტ აქტივისტების ნაწილი აცხადებს, რომ დღეს 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივა და საკუთარ პოზიციას გამოხატავს.
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)