|
2018-05-16 13:18:00, 1319 ნახვა
კომენტარი
რატიანი უმრავლესობას: კრიმინალური დაჯგუფებები დაუპირისპირეთ ახალგაზრდებს, რომლებსაც მოსკოვში გადაფრენა არ ენატრებათ
"ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა მმართველი გუნდი ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ "ბიძინა ივანიშვილმა თავისი მეორედ მოსვლა, ახალგაზრდებზე ძალადობით აღნიშნა". როგორც რატიანმა პარლამენტში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლებამ ახალგაზრდების წინააღმდეგ კრიმინალური დაჯგუფებები გამოიყენა. "ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია მზარდი კრიმინალი, მზარდი ნარკორეალიზაცია, შავი ბაზარი და კორუფცია. ხელისუფლება, რომელიც მოუწოდებდა საზოგადოებას რომ გაგებით მოკიდებოდა კრიმინალს, თავისი მარცხის გადასაფარად თავს დაესხა ახალგაზრდებს და მოაწყო ის რაც მოხდა პარასკევს საღამოს. ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან მოკავშირედ გაიხადა კრიმინალი და კრიმინალური ჯგუფების საშუალებით თავს ესხმოდა პოლიტიკურ ოპონენტებს ამ 5 წლის განმავლობაში. კრიმინალურ, მოძალადე ჯგუფებს ჩვენ ვხედავდით აქციებზე, არჩევნების დროს და სწორედ ეს ჯგუფები ახლა ახალგაზრდებს დაუპირისპირა. იმ ახალგაზრდებს რომლებიც სულ სხვა სულისკვეთებით არიან გაზრდილები, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არ დაუკრავენ 31-ჯერ ჩაკეტილ სივრცეში ბიძინა ივანიშვილს, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც არ მიუციათ ქრთამი პოლიციისათვის, იმ ახალგაზრდებს რომლებსაც არ ენატრებათ 37 მანეთად მოსკოვში გადაფრენა. აი ამ ახალგაზრდებს თქვენი დაუპირისპირეთ თქვენი მოძალადე ჯგუფები. ის ჯგუფები, რომლებსაც თქვენ ხშირ შემთხვევაში პატრიოტებსაც ეძახით, რომლებიც სრულიად ღიად საუბრობენ იმაზე, რომ უნდა იძალადონ ხალხზე. თქვენ მიმტევებლები იყავით ძალადობის მიმართ, ნარკორეალიზატორების მიმართ, კრიმინალის მიმართ და იმ დღეს ახალგაზრდებზე იძალადეთ. ახლა ფაქტობრივად როდესაც მადლობას უხდით შინაგან საქმეთა მინისტრს და მთავრობას ზოგადად, მადლობა გადაუხადეთ იმ მოძალადე ჯგუფებსაც, რომლებიც თქვენ ხელისუფლებას გადაეფარნენ. ამ ახალგაზრდებმა მშვიდობიანი პროტესტი მიმართეს იმისკენ, რომ შს მინისტრი და პრემიერი გადამდგარიყვნენ. თქვენ გააკეთეთ არჩევანი არა ახალგაზრდების მიმართავენ არამედ კრიმინალების მიმართ", - მიმართა რატიანმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)