|
2018-05-15 18:43:03, 1284 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: საჭიროა განათლების სექტორი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი
საჭიროა განათლების სექტორი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკი არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია საქართველოსთვის. "ზაფხულში განიხილება შესაძლებლობა, რომ საქართველოს მიმართულებით დაფინანსება გაზარდოს მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა. ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ამ დაფინანსების დიდი ნაწილი მოხმარდეს განათლების სექტორს. განათლების სექტორში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რათა ეს სფერო გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, ვინაიდან, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკური წარმატება გადის სწორედ განათლების სექტორში წარმატებული რეფორმის განხორციელებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დონორი ორგანიზაციები იყვნენ აქტიურად ჩართული განათლების სექტორის წარმატებულ რეფორმაში,"- განაცხადა მამუკა ბახტაძემ. დღეს, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაცია ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრებთან ერთად, კახეთში იმყოფებოდა, სადაც სტუმრებმა დაათვალიერეს მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით რეგიონალური განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული და ურბანული პროექტები, რომელთა მიზანს კახეთის რეგიონის განვითარება წარმოადგეს. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განახლდა თელავი და ყვარელი. სტუმრებმა დღეს მოინახულეს ბატონის ციხე, რომლის რეაბილიტაცია სწორედ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. დელეგაციამ, ასევე, დაათვალიერა ბატონის ციხის ახალაშენებული მუზეუმი. "მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრები არაჩვეულებრივი ვიზიტით ვიმყოფებით საქართველოში. მშვენიერია, რომ დღეს ვართ თელავში. საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული თანამშრომლობა განსაკუთრებულია. დღეს გავეცანით რეგიონალური განვითარების პროექტების შედეგებს თელავში, სადაც წლების მანძილზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა. ასევე, ვიხილეთ ის ბენეფიციარები, რომლებმაც ისარგებლეს ინვესტიციებით მსოფლიო ბანკისგან და ასევე ვნახეთ ის სარგებელი, რაც მიიღეს აქ მაცხოვრებლებმა. საინტერესო შეხვედრა შედგა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გავეცანით განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს", - განაცხადა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტინ ჰოგანმა. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორების ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.
(NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)