|
2018-05-15 15:59:29, 1345 ნახვა
კომენტარი
აბაშიშვილი: ვიღაცას სურს, რომ ნარკოპოლიტიკა კვლავ სპეკულაციის საგნად აქციოს
„ვიღაცას სურს, რომ ნარკოპოლიტიკა კვლავ აქციოს სპეკულაციის საგნად, ეს უნდა დამთავრდეს და უნდა გადაიდგას რეალური ქმედითი ნაბიჯები“, - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნარკომომხმარებლების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს ჰუმანური და ეს პოზიცია, უკვე არაერთხელ დაფიქსირდა. „არაერთხელ იქნა დაფიქსირებული პოზიცია ჩვენი მხრიდან, რომ მომხმარებლების ნაწილში ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს უფრო მეტად ჰუმანური. ამ კუთხით რომ ნაბიჯები გადასადგმელია, ამის შესახებ დიდი ხანია ვსაუბრობთ. სამწუხაროა, რომ ქმედითი ნაბიჯები ვერა და ვერ გადაიდგა. დაუშვებელია მუდმივი სპეკულირება ამ თემით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხერხდეს, რომ ის, რაზეც ხმამაღლა ვსაუბრობთ, ის, რაზეც თითქოს ყველა თანხმდება, ასახული იქნას შესაბამის დოკუმენტებში. სამწუხაროა, რომ ახლა ახალი ტალღა იწყება სპეკულაციის, თითქოს, ჯერ ამ კუთხით არაფერი გაკეთებულა, არადა საქართველოს პარლამენტში დევს უკვე კანონპროექტი მოხმარების მუხლის ლიბერალიზაციის მიმართულებით, თუმცა, ვიღაცას სურს, რომ ეს კვლავ აქციოს სპეკულაციის საგნად. ეს უნდა დამთავრდეს და უნდა დაიწყოს რეალური ქმედითი ნაბიჯები“, –განაცხადა აბაშიშვილმა. ამასთან, აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინიციატივით, ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს ანტინარკოტიკულ კამპანიას. „ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ჩვენ მხარს დავუჭერთ და პრეზიდენტიც მზად არის, მხარი დაუჭიროს ანტინარკოტიკული კამპანიის განვითარებას ქვეყანაში, რომელსაც განახორციელებენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, იქნებიან ესენი ხელოვნების წარმომადგენლები, ასევე ვთქვათ ქლაბერები, ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლები თუ სხვა. ველით მათგან ინიციატივებს და მზად ვართ ანტინარკოტიკული კამპანიის კუთხით, პრეზიდენტის ინიციატივით არაერთ პროექტს დავუჭიროთ მხარი“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)