|
2018-05-14 20:45:33, 1326 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ყველას ინტერესია, რომ საქართველოს პროგრესი ნატო-ს სამიტზე იყოს შესაბამისად აღნიშნული
„ჩვენი ყველას ინტერესია, რომ საქართველოს პროგრესი ნატო-ს სამიტზე იყოს შესაბამისად აღნიშნული“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე სამიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან ერთად, რეგიონში არსებულ საფრთხეებზე, რუსეთის ოკუპაციაზე და თავდაცვის რეფორმირების მიმდინარეობაზე ისაუბრეს. „ნატო-ს სამიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოზე გვქონდა საუბარი. ჩვენი ყველას ინტერესია, რომ საქართველოს პროგრესი ამ გზაზე იყოს შესაბამისად აღნიშნული. კონკრეტულად საუბარი იყო თუ რა ფორმით უნდა იყოს აღნიშნული, რომ ამ გადაწყვეტილებამ მაქსიმალურად დაგვაახლოვოს ნატო-ს წევრობასთან, რაც არის ჩვენი საერთო მიზანი. ამისთვის არსებობს რამდენიმე ვერსია. ასევე გვქონდა საუბარი რეგიონში უსაფრთხოების დღევანდელ სურათზე, შესაბამის საფრთხეებზე. ბუნებრივია საუბარი გვქონდა რუსეთის ოკუპაციაზე. ასევე რეგიონში მიმდინარე სხვა მოვლენებზე. მოვისმინეთ შესაბამისი უწყებების ინფორმაცია და გვქონდა მსჯელობა თუ საქართველომ რა ნაბიჯები უნდა გადადგას უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ასევე იყო საუბარი თავდაცვის რეფორმის მიმდინარეობაზე. მინისტრმა წარმოადგინა ინფორმაცია და გვქონდა განხილვა თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. საკმაოდ მნიშვნელოვანი და დატვირთული შეხვედრა იყო“, - განაცხადა პრემიერმა.
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)