07:34 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 22:19:02, 861 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე იმედოვნებს, რომ კანონპროექტი კენჭისყრამდე არ მივა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იმედოვნებს, რომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფის შესახებ კანონპროექტი კენჭისყრამდე არ მივა.

როგორც ქადაგიძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის დამოკიდებულება ნეგატიურია.

ქადაგიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენაში პრეზიდენტი მონაწილეობს.

მისივე თქმით, ამ პროცესში პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩართვა ეროვნული ბანკის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გასაგრძელებლად დამატებითი გარანტიაა.

"იმედს გამოვთქვამ, რომ ეს კანონპროექტი კენჭისყრამდე არ მივა ვინაიდან, საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა ჩვენი დამოკიდებულებაც არის ნეგატიური. " -განაცხადა გიორგი ქადაგიძემ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics