|
2018-05-13 18:25:47, 1937 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ შს მინისტრს პარლამენტში იბარებს
„ევროპული საქართველო“ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა: ,,ხელისუფლებამ უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, დაარბია თავისუფალი მოქალაქეები, ერთის მხრივ, ჩვენ ვხედავთ დამალულ ხელისუფლებას, რომელიც არანაირ პასუხისგებლობას არ იღებს ამაზე, მეორეს მხრივ, ცინიკურ და წარმოუდგენელ განცხადებებს, რომ თითქოს ძალის გამოყენება პროპორციული იყო, მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. მეორე დღეს უფრო ცხადი გახდა, რომ ეს აქცია იყო არა ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის აქცია, არამედ თავისუფალი მოქალაქეების, დაშინების, დაშანტაჟების და მათზე ძალადობის აქცია. ჩვენ, ევროპული საქართველო პარლამენტის უმცირესობა კატეგორიულად ვითხოვთ უსწრაფესად შს მინისტრი გამოცხადდეს პარლამენტში. პირველი: სრულად უზრუნველყოს სიტყვის თავისუფლება რუსთაველზე მიმდინარე აქციის, არავინ ხელი არ უნდა შეუშალოს მათ აზრის გამოხატვაში და ამ პროტესტში და მეორე, გასცეს პასუხი, იმ უნამუსო ძალადობაზე თავისუფალი მოქალაქეების მიმართ, რომელიც ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ. დღეს თუ ჩვენ არ ვაიძულეთ ხელისუფლება, ამ კითხვებს პასუხი გაეცეს რისთვისაც არსებობს პარლამენტი ,როდესაც ესეთი ჩავარდნაა ადამიანის უფლებების კუთხით ხელისუფლების მხრიდან ,პარლამენტმა უნდა განახორციელოს კონტროლი, ამიტომ უსწრაფესად მოვითხოვთ შს მინისტრის მოსვლას პარლამენტში“, - განაცახადა ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)