21:22 - 09 Aug, 2026
|
2018-05-13 14:40:58, 1432 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის შენობის წინ პოლიციამ კარვები აიღო
პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ფიზიკური დაპირისპირება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების მიერ დადგმული კარვები უკვე აიღეს. თავდაპირველად პოლიციის წარმომადგენლებმა შეკრებილებს კარვების აღებისკენ მოუწოდეს, თუმცა უარის მიღების შემდეგ კარვების დაშლა თვითონვე დაიწყეს. „პარლამენტთან ვიქნებით, სანამ არ მივიღებთ ადეკვატურ პასუხს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-ში აცხადებენ, რომ ადგილზე იმყოფებიან პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)