|
2018-05-11 17:40:07, 1460 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში
ჩვენ როგორც მმართველი ძალა, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე და ვთვლით, რომ პარტია, რომელიც უმრავლესობით არის წარმოდგენილი სახელმწიფოს მართვის ყველა რგოლში, საჭიროებს მეტ სიმტკიცეს და ახლებურ მიდგომას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” რიგით მეხუთე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პარტია „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია და ეს გზა მარტივი არ იყო. „აუცილებელია, პარტია გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბდეს, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე, იმუშავებს სრული დატვირთვით და ორიენტირებული იქნება მუდმივ განვითარებაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების გათავლისწინებით. ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე, ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია. ჩვენი გუნდი მძიმე მემკვიდრეობას, დიდ გამოწვევებს შეეჭიდა და ბევრი პრობლემის გადაჭრა შეძლო. თუმცა, არავინ ფიქრობს, რომ ყველა სირთულე უკან მოვიტოვეთ და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში, რადგან ჩვენი ყოველი ნაბიჯი, მათთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას ემსახურება. პირადად ჩემი ყველა გადაწყვეტილება ემსახურებოდა და მოემსახურება საქართველოს წინსვლას. 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენმა გუნდმა, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის, ხოლო 2016 წლიდან ცემი მეთაურობით უმთავრეს პრიორიტეტად დავისახეთ ადამიანის ძირითადი უფლების დაცვა. სიტვისა და გამოხატვის, არცევანის თავისუფლება. სასამართლოსა და მედიის თავისუფლება. სიცოცხლისა და საკუტრების უფლება. დემოკრატიული საქართველოს ამ ამ ფუნდამენტური ღირებულებების განუხრელი დაცვა იყო და არის ჩვენი მმართველობის უმთავრესი მონაპოვარი“,- აღნიშნა პრემიერმა. კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა, რადგან ის პარტიის ხელმღვანელობის შეთავაზებას დათანხმდა. „მივესალმები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე დაგვთანხმდა, უხელმძღვანელოს ჩვენს პარტიას, რისთვისაც მთელი „ქართული ოცნების“ სახელით მინდა მადლობა გადავუხადო.“,- განაცხადა კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარტია „ქართული ოცნების“ რიგით მე-5 ყრილობა მიმდინარეობს.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)