|
2018-05-10 20:12:51, 1536 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი ნარკოპოლიტიკის მოდელზე: მომხმარებლებს მეტი ზრუნვა, რეალიზატორებთან გამკაცრებული ბრძოლა
ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს შემდეგი ტიპის ნარკოპოლიტიკა - მკაცრი და დაუნდობელი ბრძოლა ნარკორეალიზატორებთან და მზრუნველი მიდგომა მომხმარებლებთან, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მინისტრი მიიჩნევს, რომ მცდარია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი ნარკოპოლიტიკა საერთოდ არ აქცევს ყურადღებას მომხმარებელს. „ჩვენ 2013 წლიდან ვმსჯელობდით უწყებათაშორისო საბჭოს ფარგლებში, თუ როგორი უნდა იყოს სასურველი მოდელი. ამ მსჯელობის დამსახურებაა ის არაერთი სასიკეთო ნაბიჯი რაც გადაიდგა. მაგალითად, არის ეს ზედოზირების შემთხვევაში ვალდებულების გაუქმება, რომ ექიმმა პოლიციას შეატყობინოს. ამან რეალურად პრაქტიკაში მოგვცა, ის რომ დღეს ქართულ ციხეებში მხოლოდ მოხმარებისთის მხოლოდ 2 ადამიანი იხდის სასჯელს. ამიტომ, მცდარია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი ნარკოპოლიტიკა საერთოდ არ აქცევს ყურადღებას მომხმარებელს, რომელსაც მზრუნველობა სჭირდება და არა ციხე როგორც პასუხი. თუმცა ჩვენ ამაზე რა თქმა უნდა არ უნდა გავჩერდეთ - არც გავრჩელებულვართ და ძალიან აქტიურ დისკუსიაში ჩავებით მათ შორის პარლამენტთან და იმ პაკეტის ინიციატორებთან, რომელიც ამჟამად განიხილება იურიდიულ კომიტეტში. იმ პაკეტში სულ თავიდან გათვალისწინებული იყო ყველა ნივთიერების მოხმარების არა თუ ლიბერალიზაცია არამედ დეკრიმინალიზაცია და ბევრი სხვა სიახლე, მათ შორის გამსაღებლებთან მიმართებაში, რაც დისკუსიის ფარგლებში დაიხვეწა. ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს შემდეგი ტიპის ნარკოპოლიტიკა - მკაცრი და დაუნდობელი ბრძოლა ნარკორეალიზატორებთან - აქ შეიძლება გამკაცრებაზეც ვიფიქროთ, და უფრო მზრუნველი მიდგომა მომხმარებლებთან, მაგრამ ისე რომ მიწოდება და ზიანი შემცირდეს და რომ დაცული იყოს ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს არ არის მომხმარებელი იმისგან, რომ ის ვინმემ აცდუნოს, იმიტომ რომ მომხმარებელი თუ გამსაღებელი შესაბამის პასუხს ვერ იღებს სახელმწიფოსგან. დღევანდელი მდგომარეობით მსჯელობის რა ეტაპზეც ვართ იგულისხმება რომ მომხმარებელთა მიმართ მოხდეს სისტემის ლიბერალიზაცია, სოციალური ელემენტების გაძლიერება და შემცირება სისხლის სამართლებრივი პასუხის. მაგრამ ამ ეტაპზე საუბარი არ მიდის იმაზე რომ ჩვენს ქვეყანაში დაკანონდეს ნარკოტიკების მოხმარება. მოდელი არის ასეთი - მომხმარებლებს მეტი ზრუნვა, რეალიზატორებთან გამკაცრებული ბრძოლა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)