|
2018-05-10 19:35:08, 1826 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ოჯახური ძალადობის, მუქარისა და ქურდობისთვის ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა
სასამართლომ ოჯახური ძალადობის, მუქარისა და ქურდობისთვის ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახური ძალადობის, მუქარისა და ქურდობისთვის ბრალდებული თ.ფ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა", „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით, 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა", „დ" და „კ" ქვეპუნქტებით, 111-151 მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თ.ფ. 2014 წლიდან 2017 წლის 23 ნოემბრამდე არასრულწლოვან შვილს - ნ.ფ.-ს და ყოფილ მეუღლეს -მ.ა.-ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, სცემდა მათ და აყენებდა დაზიანებებს. იგი ასევე აშანტაჟებდა, ემუქრებოდა და ამცირებდა მათ, რის გამოც დაზარალებულები ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას განიცდიდნენ. 2017 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, თ.ფ. ყოფილ მეუღლეს დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რაც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა და მუქარის განხორციელების შიში გაუჩნდა. სამართალდამცველებმა თ.ფ. 2017 წლის 12 დეკემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა", „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით, 111 - 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა", „დ", „კ" ქვეპუნქტებით, 111-151 მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით (ოჯახური ძალადობა, მუქარა და ქურდობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ფ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)