|
2018-05-10 17:44:04, 2040 ნახვა
პოლიტიკა
უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემა გართულდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემა გართულდება. კვირიკაშვილის განმარტებით, არსებობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში კანონის გვერდის ავლით რჩებიან. პრემიერის თქმით, უცხოელებზე ბინადრობის ნებართვებთან დაკავშირებით კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. „რამდენიმე დღის წინ მქონდა ამ საკითხის განხილვა იუსტიციის მინისტრთან ერთად. რა თქმა უნდა ეს საკითხი სცდება მხოლოდ მთავრობის პრეროგატივას და მთლიანად სახელისუფლებო გუნდის განხილვის საკითხია. სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრეთ მე და იუსტიციის მინისტრმა, ასევე ეკონომიკის მინისტრი, შს მინისტრი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ესწრებოდნენ. იუსტიციის სამინისტრო დღეს მთავრობის სხდომაზე წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიზანი არალეგალური მიგრაციის პრევენციის დამატებითი მექანიზმების შემოღება გახლავთ. აღნიშნული ცვლილებები უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში სიახლეებს ითვალისწინებს. მათი შემუშავების მიზეზი, უცხო ქვეყნის ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან, და ეს ზოგიერთი მოქალაქე სამწუხაროდ არ არის ცოტა, არსებული რეგულაციების არაკეთილსინდისიერად გამოყენება გახლავთ. პრაქტიკაში არის შემთხვევები როდესაც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი ფორმალურად ითხოვს თავშესაფარს და პარალელურად ცდილობს ბინადრობის ნებართვის მიღებას ან ითხოვს ქვეყნიდან გასვლის ვალდებულების გადავადებას სასამართლოში მისი მონაწილეობით მიმდინარე საქმის წარმოების მოტივით. ამის შემდეგ სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართავს ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით, აგრეთვე იღებს მოკლევადიან C კატეგორიის ვიზებს და შემდეგ ითხოვს ბინადრობის ნებართვას. შესაბამისად მათი მხრიდან მთელ ინოვაციურ მიდგომასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილების საფუძველზე კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესაძლებლობის პრევენცია და აღმოფხვრა მოხდება. „ამასთან, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად იცვლება შემდეგი რეგულაცია: საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს - დღეს ეს ვადა 6 წელს შეადგენს. 12 წლამდე იზრდება დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა - დღეს მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 6 წელი. ამასთან თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს საქართველოში მუდმივად დარჩენის მოტივი 6 წლის გასვლის შემდეგ ის კვლავ მიიღებს დროებით და არა მუდმივ ნებართვას“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. მან იუსტიციის მინისტრს მომზადებული ცვლილებებისთვის მადლობა გადაუხადა: „მადლობას ვუხდი, იუსტიციის მინისტრს, რომ უმოკლეს ვადაში მოამზადა ეს ცვლილებები. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო არის ღია ტურიზმისა და ინვესტიციისთვის. რა თქმა უნდა ლიბერალური საიმიგრაციო კანონმდებლობა ხელს უწყობს ამას და ჩვენ ასევე დავრჩებით ღია ქვეყნად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი მახინჯი მექანიზმების გამოყენებით ადამიანებმა შეძლონ კანონს აუარონ გვერდი და აქ არაკანონიერი ყოფნა გაიხანგრძლივონ და მოითხოვო ის რაც მათ არ ეკუთვნით. ვფიქრობ, რომ ეს არის აუცილებელი, რომ საქართველოში შემოვიდეს კვალიფიციური ინვესტორი და იყოს დაცული ქვეყნის უსაფრთხოება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)