22:29 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-09 11:39:35, 2258 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია განხორციელდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია იგეგმება, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბრძანება გამოსცა. 

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეორგანიზაცია სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.

ბრძანებაშია პრემიერი განმარტავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად მიღებულ იქნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა.

რეორგანიზაციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა არაუმეტეს ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს, ამავე სამსახურს ევალება ბრძანების მთავრობის ადმინისტრაციის თითოეული მოხელისთვის გაცნობა.

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა უზრუნველყონ რეორგანიზაციისთვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მომზადება და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის შედეგად შესაქმნელი ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავება, ასევე მოქმედი კანონდებლობით გათვალისწინებული რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.

ამასთან, აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოშია შესაძლებელი. პრემიერის ბრძანება 7 მაისით არის დათარიღებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics