23:34 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-05 20:15:02, 2575 ნახვა

პოლიტიკა
ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი 26 მაისს საქართველოს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დღეს ლატვიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში ინგრიდა ლევრენსიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

ლატვიელმა დიპლომატმა გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის ვიზიტს საქართველოში, რომელიც გიორგი მარგველაშვილის მოწვევით 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

ინგრიდა ლევრენსიმ აღნიშნა, რომ ლატვიის რესპუბლიკის ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში. საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიის ახლადდანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics