|
2018-05-05 12:41:41, 1849 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შთამბეჭდავად აფასებს
აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ბობ გუდლატის ხელმძღვანელობით, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შთამბეჭდავად აფასებს, - ამის შესახებ კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადეს. საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და აღინიშნა, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული იყო 2017 წელი, რომელიც მათ შორის მაღალი დონის ვიზიტებით გამოირჩეოდა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და კონგრესს 2018 წლის ბიუჯეტის კანონში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პუნქტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის შესაძლო თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მნიშვნელობაზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება მსხვილი ამერიკული კომპანიების ინვესტიციას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაში. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს. გიორგი კვირიკაშვილმა კონგრესმენებს გააცნო საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა, მათ შორის საგადასახადო რეფორმა და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი. კონგრესმენებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო მისიებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და აღნიშნეს, რომ აშშ-ის კონგრესი მზად არის, მომავალშიც განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო კავშირების გაღრმავებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)