19:32 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 16:46:09, 941 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა ცენტრი და ახალი ავტოსადგომები მოეწყობა

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ახალი ინფრასტრუქტურული  სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთად, ლაშა კომახიძესთან ერთად დაათვალიერა. 
სამუშაოებს ფონდი „ქართუ"  რამდენიმე თვეა აწარმოებს. ბაღის სხვადასხვა ზონაში  განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები რეგიონის ხელმძღვანელს  ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ დეტალურად გააცნო.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მაშინ როდესაც საუბარია მზარდ და წარმატებულ ტურიზმზე რეგიონში, მნიშვნელოვანია მომსახურება ტურისტულ ობიექტებში იყოს გამართული. 

„დღეს ჩვენ ვიხილეთ, რომ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ახალი სერვისების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. მოეწყო ახალი ავტოსადგომები, შენდება ვიზიტორთა ცენტრი. აღნიშნული პროექტები ხორციელდება ფონდი „ქართუს" მხარდაჭერით. მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს" როგორც ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ისე რეგიონში განხორციელებული და მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი პროექტებისთვის",- აღნიშნა პატარაძემ.

რეგიონის სტუმრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე  მიმზიდველ ბოტანიკურ ბაღს 70 მსუბუქ ავტომობილსა და 5 ავტობუსზე გათვლილი ორდონიანი ავტოსადგომი ექნება. 
პროექტები ფონდი „ქართუს" მხარდაჭერით ხორციელდება. ბაღის ჩაქვის შესასვლელთან ავტოსადგომის პირველი დონე უკვე დასრულდა.  დაიწყო  პარკინგის მეორე დონის და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურა - გურჯაანში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალადობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, შემდეგ კი გააუპატიურა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის XI ნაკადის გადამზადება დაიწყო
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
პროტესტის შემდეგ, ოცნებამ ჩასაბარებელი ყურძნის ფასი გააძვირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics