12:27 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 13:48:31, 1429 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე: პრეზიდენტს არ უხსენებია მძიმე პრობლემები - ვისურვებდი, უფრო გულწრფელი ყოფილიყო

"ევროპული საქართველოს" წევრი დავით ბაქრაძე პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ეხმაურება.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა თავის მოხსენებაში ქვეყნის წინაშე არსებულ ბევრ პრობლემაზე არ ისაუბრა.

,,პრობლემების იმ ნაწილს, რომელიც პრეზიდენტმა ჩამოთვალა თავის გამოსვლაში რა თქმა უნდა მთლიანად ვეთანხმებით და ვიზიარებთ, მაგრამ ეს გახლავთ მხოლოდ მცირე ნაწილი იმ პრობლემების, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და რომელიც მოიტანა ქართული ოცნების მართვამ. პრეზიდენტს არ უხსენებია ის ძალიან მძიმე პრობლემა, რომელიც უკავშირდება ადამიანების გატაცებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არჩილ ატატუნაშვილის მკვლელობა. მას არ უსაუბრია გაზრდილ კრიმინალზე, რომელიც დღეს აწუხებს ბევრ ოჯახს. არ უსაუბრია კორუფციაზე, რომელიც თანდათან ბრუნდება და მკვიდრდება საქართველოში. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტს ეხსენებინა პოლიტიკური დევნის და არაფორმალური მართვის საკითხები, რომელიც რეალურად დგას საქართველოში. პრობლემების იმ მცირე ნაწილითაც კი, რომელიც პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ახსენა, ნათელია, რომ ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. მთავარი, რაც უნდა იყოს პრეზიდენტის გამოსვლაში და რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ იქნება ის, თუ ვინ არის პასუხისმგებელი დღევანდელ ვითარებაზე. არ შეიძლება მუდმივად პასუხისმგებლობიდან გაწევა, როგორც ამას აკეთებს ქართული ოცნება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღევანდელ სურათში ლომის წვლილი და წილი აქვს შეტანილი სწორედ "ქართულ ოცნებას" და ხელისუფლებას. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი უფრო გულწრფელი ყოფილიყო შეფასებაში თუ რამ მოიტანა ის პრობლემები, რომელზეც მან ისაუბრა საკუთარ გამოსვლაში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
მეუფე ზენონი - ახლა რუსეთის ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ახალი ეკლესია არ აღიაროს და ამ მხრივ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ხელსაყრელ ბერკეტს წარმოადგენს
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics