|
2018-05-02 12:37:24, 2385 ნახვა
მსოფლიო
სომხეთში დეპუტატები პარლამენტის სხდომას ბოიკოტს უცხადებენ - გიუმრიში მერიის შენობა ბლოკირებულია
სომხეთში დეპუტატები პარლამენტის სხდომას ბოიკოტს უცხადებენ, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დღეს დაგეგმილი პარლამენტის სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ იწყება. სხდომის დაწყებისთვის 53 დეპუტატის დასწრებაა საჭირო, თუმცა პარლამენტში მხოლოდ 29 დეპუტატი მივიდა. "ცარუკიანის" ფრაქციის ერთ-ერთი დეპუტატის ვაგე ენფიაჯანის განცხადებით, ფრაქცია საპარლამენტო კვირას ბოიკოტს უცხადებს. "ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული 4 დღე ბოიკოტიუს რეჟიმში ვიყოთ", - დასძინა დეპუტატმა. გარდა ამისა, მედიის ცნობით, დღეს დილიდან სომხეთის სხვადასხვა ქალაქებში აქციები დაიწყო. მომიტინგეებმა მჯდომარე აქცია გიუმრის მერიის შენობასთან დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ გიუმრი ერევნის შემდეგ მეორე უდიდესი ქალაქია სომხეთში და მის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზაა განლაგებული. მომიტინგეები გიუმრის მერს მოუწოდებენ მათ აქციას შეუერთდეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა გიუმრიში შირაკის ოლქის ადმინისტრაციის და საგადასახადო ინსპექციის შენობების ბლოკირება მოახდინეს. ცნობისთვის, გუშინ სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ნიკო ფაშინიანი არ აირჩია. ფაშინიანს 8 ხმა დააკლდა, რათა პრემიერის პოსტი დაეკავა. მოგვიანებით მან მხარდამჭერებს ფართომასშტაბიანი აქციებისკენ გამართვისკენ მოუწოდა.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)