|
2018-05-01 14:30:15, 2028 ნახვა
სამართალი
გახარია: გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე დასრულბით ფაზაშია
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე დასრულბით ფაზაშია გადასული. როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, საქმესთან დაკავშირებით უახლოს მომავალში ახალი ნიუანსები გახდება ცნობილი. "გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე უკვე დასრულებით ფაზაშია გადასული და რეალურად იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ შევიტყობთ გარკვეულ ახალ ნიუანსებს ამ გამოძიებასთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)