|
2018-04-30 14:44:59, 2367 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის შს მინისტრმა სკანდალის გამო, პოსტი დატოვა
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ემბერ რადი თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ცნობით, შს მინისტრის გადადგომის მიზეზი სკანდალი გახდა, რომელშიც რადი ბოლო პერიოდის განმავლობაში გაეხვა. კერძოდ, სკანდალის მიზეზი ბრიტანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედებს პროგრამა, რომელიც ქვეყანაში კარიბის ზღვის აუზისა და აფრიკის ქვეყნებიდან ჩასახლებული მიგრანტების დეპორტაციას ემსახურება. თავდაპირველად ემბერ რადმა პროგრამის არსებობა უარყო, შემდეგ განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, საბოლოოდ კი პარლამენტარებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო ბოდიში მოიხადა და პოსტი დატოვა. როგორც BBC წერს, საუბარია ე.წ. Windrush პროგრამაზე. ასე ეწოდებათ აფრიკის და კარიბის ქვეყნებიდან ჩასულ ადამიანებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში სამუშაო ძალების ნაკლებობის გამო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიიწვიეს. ცნობისთვის, 1948 წლის 22 ივნისს ხომალდმა Windrush-მა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე 492 მიგრანტი ჩაიყვანა.სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ამ ადამიანების შთამომავლები არალეგალ მიგრანტებად აღიარეს.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)