|
2018-04-30 13:35:54, 1193 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამხედროებს ღირსეული პირობები შეუქმნას
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, საქართველოს შეიარაღებული ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს, ვინც პირნათლად იცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე შეკრებილ ჯარისკაცებს. პრემიერმა მათ შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველ ჯარისაკცებს ქვეყნის ერთიანობისთვის არაერთი ბრძოლის გადატანა მოუწიათ. „სრულიად საქართველოს ვულოცავ საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს! ვულოცავ შეიარაღებული ძალების მთელ პირად შემადგენლობას, ყველა ჯარისკაცს და მეთაურს! 27 წლის წინ, დღევანდელ დღეს, დამოუკიდებელმა საქართველომ თავისი პირველი ჯარისკაცები გაიწვია შეიარაღებულ ძალებში. ქართულმა ჯარმა სწორედ ამ დღიდან გააგრძელა ის ტრადიცია, რომელსაც 1918 წელს, პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირობებში ჩაეყარა საფუძველი. მაშინ ეს იყო ქართული ჯარის ხანმოკლე, თუმცა გმირული ისტორია, რომლითაც დღესაც ვამაყობთ. ისევე, როგორც 100 წლის წინ, ქართველ ჯარისკაცებს ქვეყნის ერთიანობისთვის არაერთი ბრძოლის გადატანა მოუწიათ. სამშობლოს ერთგულება და მისთვის თავგანწირვა იყო ყოველთვის ის, რაც ჩვენს ჯარისკაცებს გმირებად აქცევდა. პატივი მინდა მივაგო საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, საქართველოს შეიარაღებული ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს, ვინც პირნათლად იცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თქვენ ქართველი მებრძოლის მტკიცე და გაუტეხელი სულით ერთგულად ემსახურებით და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს. დღევანდელ დღეს ვულოცავ საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე, მსოფლიოში მშვიდობისთვის მებრძოლ ჩვენს სამხედროებს, რომლებმაც ქართველი მეომრის სახელი თავდადებისა და გაუტეხელობის სიმბოლოდ აქციეს“, - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა ჯარის გაძლიერებასა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერაზეც ისაუბრა: „დღეს ჩვენ ვქმნით თანამედროვე და ძლიერ შეიარაღებულ ძალებს თანამედროვე სახელმწიფოსთვის. ქართული სახელმწიფოს ძლიერება დიდწილად არის დამოკიდებული ჯარის ძლიერებაზე. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენი პარტნიორები გვიწევენ. დღეს წარმოდგენილია ჩენი არაერთი პარტნიორის დროშა აქ, ამ მოედანზე. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება. ამერიკის გვერდში დგომა, ნამდვილად, უპრეცედენტოა. აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. თავდაცვის სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები მდგრადი და საიმედო თავდაცვის შესაძლებლობების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება და დინამიკური ხდება. ამის ნათელი დასტურია 2016 წელს უმაღლეს დონეზე ხელმოწერილი მემორანდუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ; ასევე უსაფრთხოების სფეროში სამწლიანი თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება და ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შესახებ. დღეს აქ წარმოდგენილია პირველი ქართული ქვედანაყოფი, რომელიც სწორედ GDRP-ის პროგრამის ფარგლებში მაისიდან დაიწყებს წვრთნებს. ეს გახლავთ სამწლიანი პროგრამა, რომელიც წელს დაიწყება და ჯამში 9 სამანევრო ბატალიონის გაწვრთნას ითვალისწინებს. ამასთან ერთად მიმდინარეობს საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარებაც, რომელიც ქვედანაყოფების მომზადებასა და შეფასებას უზრუნველყოფს. საქართველოს მთავრობა კი, თავის მხრივ, ძალისხმევას არ იშურებს, რომ ჩვენს სამხედროებს შეუქმნას ღირსეული პირობები. სამშობლოს ერთგულ შვილებზე, ჩვენს ჯარისკაცებზე ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი ვალდებულებაა. საქართველოს თითოეულ ჯარისკაცს პირველ რიგში მშვიდობას გისურვებთ; დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქართველო აუცილებლად იქნება მთლიანი, ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო“, - მიმართა პრემიერმა სამხედროებს.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)