15:22 - 02 Oct, 2026
|
2018-04-29 11:33:42, 2005 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის „რესპუბლიკური პარტია“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავის კანდიდატს არ წარადგენს
სომხეთის მმართველი „რესპუბლიკური პარტია“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავის კანდიდატს არ წარადგენს. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა განაცხადა. „ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, არ წარვადგინოთ ჩვენი კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე. დაველოდებით სხვა კანდიდატების წარდგენას. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გასაგები გახდება, ჩვენ მხარს დავუჭერთ ან არ დავუჭერთ სხვა კანდიდატს“, - განაცხადა შარმაზანოვმა. მისივე თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ მმართველობის პერიოდში სომხეთში ყველა მიმართულებით პროგრესი დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან 23 აპრილს გადადგა. 25 აპრილს, ოპოზიციამ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)