|
2018-04-29 10:30:29, 1002 ნახვა
რეგიონი
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ფერმერმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა
2018 წლის მარტში, სახელმწიფოს მიერ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ახალი ქვეკომპონენტის დამატებით, მეწარმეებსა და ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის შესაძლებელობა გაუმარტივდათ. დღეისათვის უკვე გაცემულია 69 აგროკრედიტი, ჯამური თანხით 1,660,197.63 ლარი და 1 აგროლიზინგი, ჯამური თანხით 1,499,830.69 ლარი. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარმა შპს ალავერდმა, ახმეტის რაიონის სოფელ ზემო-ხოდაშენში, 20 ჰა მიწის ფართობზე არსებული მეურნეობისთვის, ახალი ტრაქტორის, გუთნის, კულტივატორის და საწამლი აპარატურის შესაძენად 115,000 ლარის ოდენობის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ აიღო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მენეჯერმა, ვალერი ქვაჭრელიშვილმა, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, კომპანიის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-აღჭურვილობა დაათვალიერა. სახელმწიფო პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ახალი ქვეკომპონენტი გულისხმობს შეღავათიანი აგროკრედიტს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა და/ან იმპლემენტის შესაძენად და შეღავათიან აგროლიზინგს - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის (ტექნიკისა ან/და იმპლემენტის დასაფინანსებლად). სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
პროკურატურა - გურჯაანში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალადობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, შემდეგ კი გააუპატიურა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის XI ნაკადის გადამზადება დაიწყო
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
პროტესტის შემდეგ, ოცნებამ ჩასაბარებელი ყურძნის ფასი გააძვირა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)