01:43 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 15:17:28, 1964 ნახვა

პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამეტო ასამბლეამ იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განიხილა და მიიღო რეზოლუცია „ევროპაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული საჭიროებები და უფლებების" შესახებ, - ამის შსახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. 

რეზოლუციის იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით ცვლილებები შეიტანა დოკუმენტში და პირველად  ჩაიწერა რეზოლუციაში, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) მიეცეს უფლება სრულად განახორციელოს მისი მანდატი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რომ ქართველების ეთნიკური წმენდის ფაქტებთან დაკავშირებით რუსეთმა უნდა დაიწყოს გამოძიება და  მიიღოს შესაბამისი ზომები კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა  საკუთრების დაცვისა და  მომავალში ამ ქონების დაბრუნების მიზნით.

"ასამბლეა მოითხოვს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გაიხსნას უფრო მეტი ე.წ. გამშვები პუნქტი და შეწყდეს რუსი სამხედროების მხრიდან მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟების პროცესი, რაც ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას.

აღნიშნულ რეზოლუციაში, საპარლამენტო ასამბლეა გმობს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან  კონფლიქტების დროს მოსახლეობის ძალადობრივ გამოდევნას და მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ აღიაროს ყველა იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება თავიანთ ტერიტორიებზე, მათ შორის მათი, რომლებიც იძულებულნი იყვნენ 2008 წლის ომის დროს დაეტოვებინათ ტერიტორია", - ნათქვამია ინფორმაციაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics