|
2018-04-25 10:57:28, 1601 ნახვა
სამართალი
პოლიციამ კასპში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ჯ. ფ. და 1986 წელს დაბადებული ზ. ბ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე სოფელ აღაიანში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის 24 აპრილს, კასპის რაიონის სოფელ ფერმაში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს, იარაღის მუქარითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ფული, ოქროს სამკაულები და სხვა ნივთები გასტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გატაცებული ოქროს სამკაულები თბილისში მდებარე ერთ-ერთი „ოქროს ბირჟიდან“ ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი ყაჩაღობის შედეგად წაღებული ნივთების ნაწილი ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამოღებულია ჯ. ფ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება და გადაჭრილი სანადირო. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის აქტზებზე მიმდინარეობს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 260 - მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
გაუპატიურების ბრალდებაზე პენიტენციური დეესკალაციის ოთახში გადაღებულ კადრებს ავრცელებს - ვიდეო
გაუპატიურების ბრალდების საპასუხოდ ირმა ინაშვილი ითხოვს დადგეს მე-6 დაწესებულების დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)