18:51 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 10:32:35, 723 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ხანძრის შედეგად დაზარალებულები მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დამწვარი ლოკაცია დაათავლიერა და დაზარალებული ოჯახები მოინახულა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ირაკლი თოიძე და მერიის წარმომადგენლები.
 
ზურაბ პატარაძემ დაზარალებულებს მხარდაჭერა აღუთქვა და მათთან ერთად საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით რამდენიმე ვარიანტი განიხილა.
 
ქალაქ ბათუმის მერიამ უკვე უზრუნველყო დაზარალებული ოჯახების დროებით ქირით გაყვანა. შემდეგ ეტაპზე მოხდება მათი სურვილის მიხედვით საცხოვრებელი ფართების ანაზღაურება,  ალტერნატიული ფართების შეთავაზება ან დაზარალებულებთან ერთან ინვესტორის მოძიება.
 
24 აპრილს გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბათუმში, გოგებაშვილის N46-ში მთლიანად დაიწვა ორი სახლი, სახურავი დაუზიანდა მესამე სახლს. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროტესტის შემდეგ, ოცნებამ ჩასაბარებელი ყურძნის ფასი გააძვირა
25 სექტემბერი, 17:00, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო - სწორი ადგილი განათლებისთვის
დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics