|
2018-04-23 17:00:40, 1893 ნახვა
პოლიტიკა
დანელია - შესაძლოა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუმუშავებელი მიწები ჩამოერთვათ
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ" ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა. როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, კანონპროექტი შემუშავების პროცესშია, კონსულტაციები იმართება სხვადასხვა ორგანიზაციის, სფეროსა თუ სექტორის წარმომადგენლებთან და ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს კანონპროექტის საბოლოო კონდიციამდე მიყვანას. როგორც მან აღნიშნა, კომიტეტში უკვე წარმოდგენილია ბევრი შენიშვნა, წინადადება თუ რეკომენდაცია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აისახა კიდეც პროექტში. ოთარ დანელიამ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კანონპროექტის ზოგადი დებულებები გააცნო და განაცხადა, რომ კონსტიტუციური ცვლილების ფარგლებში გაჩნდა ჩანაწერი, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირს სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა ეკრძალება, რაც მისი შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია. ამასთანავე უცხო ქვეყნის მოქალაქეს რჩება იჯარის უფლება და სურვილის შემთხვევაში, ამ უფლებას არავინ უზღუდავს. „შეუზღუდავია საქართველოს მოქალაქის საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო მიწასთან მიმართებაში. იურიდიული პირების ნაწილში მოცემულობა ასეთია - საქართველოს მოქალაქე თუ 50 %-ზე მეტს ფლობს კონკრეტულ იურიდიულ სუბიექტში, ასევე აქვს უფლება შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. შემოგვაქვს უპირატესი შესყიდვის ცნებაც, რაც აქამდე არ იყო გამოყენებული, ანუ მიწის გასხვისება ხშირად ხდებოდა სხვა პირზე და არა მოიჯარეზე. ამიერიდან კი, უპირველესად ფაქტობრივი მეპატრონის პოზიციის გათვალისწინება მოხდება", - განაცხადა ოთარ დანელიამ. მისივე განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებულმა მორატორიუმმა საბანკო სექტორთან მიმართებაში გარკვეული პრობლემები და სირთულეები შექმნა. კანონმდებლები ფიქრობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის პარალელურად, ცვლილებები შეიტანონ მოქმედ მორატორიუმში, რათა ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა ისევ გახდეს უფრო თავისუფალი, ვინაიდან სწორედ ამ მორატორიუმის გამო, საკამოდ დიდი აქტივები დღეს განკარგვის გარეშეა. ოთარ დანელიამ კანონპროექტის მიღების პროცედურებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ინიცირება თვის ბოლომდე მოხდება, საბოლოო მიღება კი კონსტიტუციის ძალაში შესვლისთანავე იგეგმება, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით პროცედურა ასეა განსაზღვრული. ოთარ დანელიას განცხადებით, შენიშვნების დიდი ნაწილი უკავშირდებოდა იმ სასოფლო-სამეურნეო მიწების განკარგვის საკითხს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების კერძო საკუთრებაშია და რომლებიც არ მუშავდება. ასეთი ფართობების რაოდენობა არც ისე ცოტაა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით გარკვეული მექანიზმების ამოქმედება იგეგმება, რომლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირები იძულებული იქნებიან დაამუშაონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ან გაასხვისონ, გასცენ იჯარით და ა.შ. ამგვარად, ოთარ დანელიას განმარტებით, არ არის გამორიცხული, კანონპროექტში ჩაიწეროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იმ სავარგულების ჩამორთმევის საკითხი, რომელიც მიზნობრივად ან საერთოდ არ მუშავდება. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ" ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები უკვე შედგა ინვესტორთა საბჭოსთან, ბანკების ასოციაციასთან, ბიზნეს ასოციაციასთან, ამერიკის სავაჭრო პალატასთან, კონსულტაციები იმართება საპატრიარქოსთან.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)