18:49 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-22 13:24:22, 752 ნახვა

რეგიონი
ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, სარემონტო სამუშაოები უტარდება მაგისტრალური არხის გამანაწილებლებს, კერძოდ, გ-1-დან გ-8-მდე მონაკვეთებს; ეწყობა  სხვადასხვა დიამეტრის ფოლადის მილები; მიმდინარეობს მილხიდებისა და წყალგამშვები ხიდების აღდგენითი სამუშაოები.

გამანაწილებლების რეაბილიტაციის შედეგად გაუმჯობესდება წყლის მიწოდება და რეგულარულად მოირწყვება სოფლების - ნინოწმინდას, გიორგიწმინდას  და ქ.საგარეჯოს  730 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.

სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.

ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები  2018 წლის ზაფხულში დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროტესტის შემდეგ, ოცნებამ ჩასაბარებელი ყურძნის ფასი გააძვირა
25 სექტემბერი, 17:00, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო - სწორი ადგილი განათლებისთვის
დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics